კახა გოგიძე რუსთაველის თეატრის გსტროლზე რუსეთში: როცა ომია, ყველაფერი პოლიტიკაა

მსახიობმა კახა გოგიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება კავშირშია და რუსთაველის თეატრის მიერ დაგეგმილი გასტროლი მართებულად არ მიაჩნია.

“ომი როცა მიდის, ყველაფერი პოლიტიკაა. არ არის აუცილებელი, ბომბები ცვიოდეს, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, შენს სამშობლოში იმ ქვეყნის ჯარისკაცი დგას ავტომატით და ვის, საიდან, როდის მოიტაცებენ, არ იცის, მაგ ფონზე, ეს არის ომი. ომის დროს წახვიდე და იმღერო, იცეკვო, სპექტაკლი აჩვენო და მერე იძახო, რა შუაშია ხელოვნება, არა, გენაცვალე, თავშია ხელოვნება. მტერი უნდა იყოს ამ მიწის ნეშომპალა”, – განაცხადა კახა გოგიძემ.

ცნობილია, რომ რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით 30 ივნისსა და 1-2 ივლისს რუსეთში, ანტონე ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share