“სოდომისტებმა დაიწყეს შტურმი პარლამენტზე. არაა? “ნაციონალური მოძრაობა” სოდომისტები არ არიან?

“მე არ ვაპირებ ჩაშლას, მე უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ”- ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ილოცებს, რათა “თბილისი პრაიდი” ვერ ჩაატარონ.

ეს არის სულიწმინდის გმობა, ეს მოქმედება. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ. ვამბობ რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ამის პროპაგანდა ხდებოდეს – ამბობს მეუფე სტეფანე.

მეუფე სტეფანე ფიქრობს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმი “სოდომისტებმა” დაიწყეს და “ნაციონალური მოძრაობაც” სოდომისტურია.

“მე მირჩევნია ციხეში წავიდე ვიდრე მე დღეს ვიდგე და თქვენს გვერდით გავაპრავო სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ. 20 ივნისს ვინ იძალადა, იმ ხალხმა ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა მაშინ, თუ პირიქით სოდომისტებმა რომ დაიწყეს შტურმი პარლამენტზე. არაა? “ნაციონალური მოძრაობა” სოდომისტები არ არიან? ვინც ხელი მოაწერა იმაზე რომ სოდომური ცოდვა არის ის რისი უფლების დაცვაც არის აუცილებელი ის ყველა არის სოდომური ცოდვის მომხრე”, – თქვა მან.

მეუფე სტეფანემ მედია და ჟურნალისტები “სიყალბის სიმართლედ” ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share