21 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.
დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1653 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,28 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,98 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7658 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 14 თეთრით, ხოლო ევროსთან — 27,56 თეთრით არის გამყარებული.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაიყიდა.
სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 22 ივნისს შევა ძალაში.