დღეს ოზურგეთში “ქუჩის კალათბურთის” მე-3 ტურნირი გაიმართა

დღეს, ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, „ქუჩის კალათბურთის“ მე-3 ტურნირი გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან.

გამოვლინდა 2 საპრიზო ადგილი:

🥇 I ადგილი ოზურგეთი: „Old School“

🥈 II ადგილი ბათუმი: „ბასკო 2019“

გამარჯვებულებს, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სიგელები, მედლები და თასები გადასცეს.

აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორებია: ოზურგეთის ქუჩის კალათბურთის მოყვარულთა კლუბი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის – სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share