უნდა წავიდნენ! წერტილი! რობიკო სტურუა არის ერის ღირსება და სიცოცხლეშივე უნდა ამას აღიარება! ჩეხოვის ფესტივალი კი უკვე იმდენად დიდი ფორუმია, რომ სწორედ ამ მტრის შუაგულში უნდა დაანახო, რომ ხელოვნებას შეუძლია ის, რაც არ შეუძლია ამ უნიათო პოლიტიკოსებს! მორჩა!
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ეს განცხადება აიპრესთან გააკეთა. რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე ითამაშებს სპექტაკლს.