“პირდაპირ ვიტყვი, რომ როდესაც მე აი იმ ძალიან დიდი ზეწოლის და შეიძლება ითქვას, შანტაჟის, მუქარის, შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემ უკან იდგა, ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე. ჩვენ ველოდებოდით დასტურს, სად ვიყავით მტყუანი. ასეთი დასტური არ არსებობს”, — განაცხადა დღეს პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.