რატომ არ ასრულებს “ქართული ოცნება” დაპირებებს – მდინარაძის განმარტება

“ეგეთი დაპირებების 100%, რომ გვქონდეს შესრულებული, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგცემდა ხმას ამ ქვეყნაში მოგვცემდა ყველა”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან” ჟურნალიტის შეკითხვას, რატომ არ შესრულდა მმართველი გუნდის დაპირებები, თუნდაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება.

“ეგეთი დაპირებების 100%, რომ გვქონდეს შესრულებული, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგცემდა ხმას ამ ქვეყნაში, მოგვცემდა ყველა და მხოლოდ “ნაცმოძრაობა” დარჩებოდა სუბიქეტური. არცერთი ხელისუფლება არ არსებობს მსოფლიოში, რომ ყველა დაპირება ჰქონდეს შესრულებული”, – ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” იდეალური ხელისუფლება არაა”, თუმცა მათ “საქმის კეთება შეუძლიათ და ეს საქმე კეთდება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share