“უკრაინაში სააკაშვილს არ ჩავუყვანივარ, მასზე გაცილებით მეტი გავლენა მქონდა და დღემდე მაქვს უკრაინულ პოლიტიკაში. უბრალოდ, არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემებს ქმნის სააკაშვილი უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს საქართველოს არ ეხება.
იმდენჯერ მომატყუა და გადამაგდო, ვეღარც ვითვლი. ეს ძალიან კარგად იციან “ნაცმოძრაობაში”. სააკაშვილის კიდევ ერთი დიდი ზღაპარი ის არის, რომ ჩემზე ამბობს, უკრაინაში მლანძღავსო. უკრაინაში მასზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მითქვამს. უბრალოდ, ყველა თავისი გაფუჭებულობიდან განსაზღვრავს სხვას”-აცხადებს გიორგი ვაშაძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სადაც ის ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ პოსტს ეხმაურება, სადაც სააკაშვილი წერს: “”რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პოროშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც… არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”.