“ოკ, ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ კრემლი მოძალადეა”!-მიმართვა რუსთაველის თეატრს

პარტია “კანონი და სამართალის” ყოფილი წევრი, ირაკლი ღლონტი რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“ოკ, ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ ქართული იერუსალიმი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თქვით, რომ კრემლი მოძალადეა ! თქვით, რომ 300 000 დევნილი გვყავს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, რომ ვერასდროს ვერ დავივიწყებთ ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს და არავის არ ვაპატიებთ ქართველთა სისხლს ! აჩვენეთ თითოეულ რუსს ღირსეული ქართველის სახე, აჩვენეთ მსოფლიოს ღირსება ! თქვით ეს ყველაფერი სცენიდან ხმამაღლა და პირადად დაგხვდებით აეროპორტში ტაშით” !
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share