რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მიემგზავრება მოსკოვში დღეს, სტურუა პასუხობს: “მინდა ვნახო მოსკოვი, პუტინთან მინდა შეხვედრა”.
მისივე თქმით, მან ჯერ სცენა უნდა შეამოწმოს, მსახიობები კი 27 ივნისს ჩავლენ.
შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას მოსკოვში გამგზავრების გამო, სტურუამ თქვა, რომ უხერხულობა არ ექმნება, რადგან “ხელოვნებას საზღვარი არ აქვს”.
“[უხერხულობას] არ მიქმნის, ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. თუ თქვენ პარტიულ კრეტინებზე ლაპარაკობთ, მე ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკოსი არის უზნეო ხალხი”, – ამბობს სტურუა.