მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა.
ამავე მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრულწლოვანი კი – დაშავდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სხვადასხვა დარღვევა 19 379 ბავშვის წინააღმდეგ ჩაიდინეს მსოფლიოში მიმდინარე 21 კონფლიქტში. ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.