პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა, რის შემდეგაც ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი დაიწყება.
განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა, მას არ დაუკონკრეტებია რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში.
„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.