რა ენერგეტიკულ კვალს ტოვებს ადამიანი სამოსსა და ნივთებზე – რა უნდა ვიცოდეთ მეორადი ნივთის შეძენამდე

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა კონკრეტულ ოჯახში მისული თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ გრძნობთ, ხოლო მეორეში შფოთავთ, მოუსვენრობა გეუფლებათ და დაუყონებლივ სახლის დატოვების სურვილი გიჩნდებათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ადამიანები თავად ვქმნით პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიებს, რაც ჩვენს საცხოვრებელ სახლში იყრის თავს. შესაბამისად, ჩვენს სახლს ჩვენი ხასიათი აქვს, ჩვენი ენერგეტიკა გადადის ყველა ნივთზე, რასაც კი ვეხებით.

რა არის ენერგეტიკული ველი – გარდა იმისა, რომ თქვენ ვერბალური ურთიერთობა გაქვთ ადამიანთან, კომუნიკაციის დროს ენერგეტიკული კონტაქტი მყარდება. ამ კონტაქტს დიდი გავლენა აქვს იმაზე, რამდენად აღიქვამს თქვენგან ესა თუ ის ადამიანი ვერბალურ კონტაქტს.

 

ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ უხილავი ენერგიებით, რომლის დაფიქსირება არანაირი ხელსაწყოთი არ ხდება, თუმცა, იგრძნობა. ამას ბიოველი ჰქვია, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი აქვს. არსებობს ბიოველის აურა, რომელიც 7-შრიანია. იმ შემთხვევაში, თუ აურა სუფთა და ძლიერია, ადამიანი თითქმის არ ავადმყოფობს. როდესაც აურა მწირია, ადამიანს ხშირი დაღლილობის შეგრძნება აქვს, თავის ტკივილები, თავს იჩენს ქრონიკული დაავადებები, იმუნიტეტი უსუსტდება.

როგორ ბინძურდება ჩვენი ენერგეტიკული ველი – ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის განმარტებით, დაბინძურების სხვადასხვა გზები არსებობს. არის მაგიური შეტევა – ჯადო, წყევლა და ა.შ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ავადმყოფობა ენერგეტიკული ველის დაზიანებით იწყება. შემდეგ ეს ფიზიკურ-მატერიალურ ასპექტში გადადის. ამიტომ ექსტრასენსები პირველ რიგში, ადამიანის ენერგეტიკულ ველს ამოწმებენ. ექსტრასენსული მკურნალობა ენერგეტიკული ველის გამოსწორებაზეა ორიენტირებული, შემდეგ პიროვნება ფიზიკურად ჯანმრთელდება.

„ყველაზე ეფექტური მეთოდია, ასტროლოგიური ქვები. ეს ქვები ფანტასტიურად მუშაობს, ვერც წარმოიდგენთ, ადამიანზე რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სპეციალისტი ადამიანს პრობლემის მიხედვით ურჩევს, თუ რომელი ქვა უნდა ატაროს მან“, – ამბობს ასტროლოგი.

არსებობს მოსაზრება, რომ თუკი მეორად სამოსს შეიძენთ, მთელი ღამის განმავლობაში წყალში უნდა დატოვოთ, რადგან ამით წინა პატრონის ენერგეტიკას მოაშორებთ. თუმცა, ადამიანების უმეტესობა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ფავორიტი ადგილებიც აქვთ შერჩეული, სადაც სასურველ ნივთს მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით შეიძენენ.

დავით ბუტიკაშვილის თქმით, ამისთვის ნივთის კარგად გარეცხვაც საკმარისია.

„ადამიანის ენერგეტიკა კონკრეტულ ნივთებზე რჩება, მაგრამ არა მუდმივად. სხვადასხვა ნივთს სხვადასხვა დროითი მარაგი აქვს. ზუსტი დრო არ არის დადგენილი. მაგალითისთვის ავტომობილი ავიღოთ. გარკვეული პერიოდია საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ეს მანქანა შენია. ყველა, ვისაც მსგავსი შემთხვევა ჰქონია, დამეთანხმება. გრძნობ, რომ სხვა ენერგეტიკა ტრიალებს.

ენერგოგამასუფთავებელი, ყველაზე კარგი საშუალება წყალია. წყალი ისტორიულად ყველა რელიგიურ, მათ შორის ჩვენს რიტუალებში, მთავარია. ნეგატიური ენერგიისგან ეს ყველაზე კარგი გამასუფთავებელი საშუალებაა.

არ არის გამორიცხული, რომ ნივთის წინა მფლობელს არაჩვეულებრივი აურა ჰქონოდა და ახალმა პატრონმა თავი სასიამოვნოდაც კი იგრძნოს. გააჩნია, როგორი ენერგეტიკის მატარებელი წინა მფლობელი“, – ამბობს დავით ბუტიკაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share