ვადაგასული წამლების რეალიზება – საწარმოს 99 239 ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.

საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: