“უამრავ ადამიანს აქვს თავისი წილი ცოდვა და შეცდომა”

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა უაყოფითი მოვლენის ერთ ადამიანზე დაბრალება და მისი პესონიფიცირება სწორი არ არის. როგორც ვაშაძე ამბობს, ამაში ხელისუფლების ყველა წევრია დამანაშავე. “5 წელი ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში, დამიჯერეთ იმდენად მძიმე ისტორიაა ხელისუფლება, რომ ყველაფრის პერსონიფიცირება ერთ ადამიანში, როგორც ამას აკეთებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ახლა აკეთებენ ივანიშვილზე, რომ სწორი არ არის. უამრავ ადამიანს აქვს თავისი წილი ცოდვა, თავისი წილი შეცდომა”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე “ფორმულას” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share