აუცრელი მასწავლებლები სექტემბრიდან გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებენ? – ხელშეკრულების პირობების შეცვლა კერძო სკოლას შეუძლია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ზაფხულში პედაგოგები იმიტომ უნდა აიცრან, სწავლა უსაფრთხო გარემოში გაგრძელდესო. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა თუ არა. როგორც გაირკვა, აცრა კვლავ ნებაყოფლობითია, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი კერძო სკოლებისა და ზოგადად, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლოა ხელშეკრულებით დარეგულირდეს.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული სულაც არ არის, კერძო სკოლების დირექტორებმა სწორედ ოფიციალური დოკუმენტით მოსთხოვონ დასაქმებულების აცრა. ასე რომ, მომავალი სასწავლო წლისთვის, მოსალოდენელია, რომ მასწავლებლებს დიდი სიურპრიზი დახვდეთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტში მკაცრად გაწერილი პირობით, რომ ე.წ. კოვიდპასპორტის გარეშე გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებენ.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share