პოეტი კოტე ყუბანეიშვილი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს, რომელსაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფად მიიჩნევს და მიმდინარე პროცესებში ხალხის როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
“საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, წელს პირველად წავედი არჩევნებზე, დავიჯერე რომ თითო ხმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მომპარეს…”ის ვინც მოპარა ხალხს ხმა, გაასამართლოს ხალხმა” ერთი ნაბიჯი არ არის დასათმობი, ვაჩვენოთ რომ საქართველო არსებობს და არ არის მუნჯი და ყრუ ხალხის გაჭირვების მიმართ. ეს არჩევნების გაყალბება არ არის, პირდაპირ თავზე გადახევა და მოქალაქეების შეურაცხყოფაა. თანაც ისე, რომ გვეუბნებიან შენს ხმას აზრი არა აქვს, უნდა შვიდს დაწერენ უნდა 49. თან უნდათ რომ ეს ყველაფერი ჩვენ დავიჯეროთ. ეს რატომ უნდა შერჩეთ ან როგორ უნდა შერჩეთ, გინდა ამერიკული გინდა ევროპული თვალსაზრისით. ახლა ყველაფერი ჩვენზეა ხალხო დამოკიდებული და არა იმათზე, ვისი გვარების ხსენებაც კი შეურაცხყოფას მაყენებს”- განაცხადა ყუბანეიშვილმა გადაცემა” დღის სტუმარში”.
მსგავსი სტატიები
- 63
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 60
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 49
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 48
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…