“ასტრაზენეკას“ ვაქცინა კოვიდ 19-ის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

“ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ე.წ.“დელტა“ და „კაპა“ ვარიანტების წინააღმდეგ, რომლებიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა, ეფექტურია, – Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ ანეიტრალებს “დელტა“ და „კაპა“ ვარიანტებს გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.

კვლევა ეფუძნებოდა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულ ანალიზს, რომელმაც აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ვაქცინები “დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დელტა“ ვარიანტი დაავადების გლობალურად დომინანტური ვერსია ხდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share