მაჩალიკაშვილი: არ იყო ჩემი საქმე პოლიტიკა, მაგრამ ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა

“არ იყო ჩემი საქმე პოლიტიკა, მაგრამ ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა”- განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რომელიც ერთ-ერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას შეუერთდა. საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, საჩივრების განხილვას დაესწრონ.

“ამათ ეს არჩევნები, ეს სიყალბე არ შერჩებათ. მე ვიბრძვი, რომ ამ უსამართლობას დავუსვა წერტილი. არ იყო ჩემი საქმე პოლიტიკა, მაგრამ ამათმა სიმახინჯემ, ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ახალგაზრდას, სტუდენტს, მოხუცს, პატარას, კვირას მოვიდნენ და ამ გახრწნილ სისტემას პასუხი გასცენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share