“ოცნებამ” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა

გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს და ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს  და 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდათ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პირობა:

“ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური პარტიების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება”, – თქვა კობახიძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share