“ესებუა საქართველოში იმყოფება, მას არ დაუტოვებია ქვეყანა”

“ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი თემაა მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველა ძაან ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის”, – თქვა გომელაურმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share