გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, ვანო გოგოლაშვილი, პარტიიდან “ხალხისთვის” (ლიდერი ანა დოლიძე), ოზურგეთის მერობის კანდიდატი იქნება.
ეს ინფორმაცია თავად გოგოლაშვილმა სატელეფონო საუბარში “გურიის მოამბეს” დაუდასტურა:
“დავასრულე 30 წლიანი უპარტიობა და გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება, ვარ ძველი “სახალხო ფრონტელი” და მის შემდეგ ეს არის პირველი პარტია რომელშიც გავწევრიანდი” გვითხრა გოგოლაშვილმა.
ამ გადაწყვეტილების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, მისივე თქმით, არის ამ პარტიის პროდასავლურობა.
“ვფიქრობ რომ საკმარისად მაქვს საქმე ოზურგეთში ნაკეთები, კაპიკი ფული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც მიკეთებია მაძლევს ის იმის თქმის უფლებას, რომ ვინმეს თუ ეკუთვნის მერობა, მეც მეკუთვნის” აცხადებს ის.
ბატონი ვანო ადასტურებს, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით დარჩიასთან, რომელიც სახელისუფლებო პარტიის ერთერთი ლიდერია, თუმცა მასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჩერჩილის შეგონება გაგვახსენა:
“ყველასთან, ყველა კანდიდატთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, მტრად არავის არ ვთვლი, მაგრამ ეს პოლიტიკაა და კონკურენცია კონკურენციაა – უახლოესდღეებში ველოდები ქალბატო ანა დოლიძეს და გვექნება პარტიის ოფიციალურად დაფუძნება გურიაში” განაცხადა ვანო გოგოლასვილმა..
“