2 წლის ბავშვი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ხობში – 2 წლის ბავშვი დიდი ზომის, წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. ერთ-ერთი ვერსიით, ავზში მას სათამაშო ჩაუვარდა. ოჯახის წევრებმა კი ის მოგვიანებით შეამჩნიეს, რის შემდეგაც ხობის საავადმყოფოსი გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ამ წუთებში, პოლიცია და ოჯახის წევრები კლინიკაში იმყოფებიან.

დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share