საჩივრების განხილვას ოზურგეთის 60-ე საარჩევნო კომისია ხვალ გააგრძელებს

ათამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ამდენივე მდივანს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევცნო კომისიის სხდომაზე,  სადაც გურიის მხარეში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას უბნებში შემოსული საჩივრები კომისიის წევრებმა განიხილეს.
ეს ყველაფერი საიას წარმომადგენლების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე მოხდა, კომისიამ არცერთი მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
დარღვევები კი ჩასწორებულ ოქმებსა და ოქმებში გადასწორებულ ხმებზე იყო ძირითადად დაწერილი.
ერთადერთი უბანი სადაც კომისიამ ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლის გადაწყვეტილება იყო ის უბანი აღმოჩნდა სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა გადათვლის შემდეგ ყველაფერი იგივე დარჩა.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას მისი 30 მდე საჩივარი კომისიამ განუხილველი იმ მიზეზით დატოვა რომ საჩივრებს ავტორების რწმუნებულება არ ახლდა. რამაც ოპოზიციის წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share