მელია პარლამენტის დატოვებაზე: თუ პარტნიორების მეტი ყურადღება დაგვჭირდა, ამაზეც უნდა წავიდეთ

“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ძალიან სერიოზულად განსახილველი ინიციატივაა. თუკი დაგვჭირდა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, სახელმწიფოს უახლოესი მეგობრების, ქვეყნის ქომაგების დამატებით ყურადღების მიპყრობა, ასეთ შემთხვევაში, ამ ნაბიჯზეც უნდა წავიდეთ”. – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში. მელია გამოეხმაურა ლელო-ს ერთერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share