ბორის კუსტოდიევის ოზურგეთი 1897 წელს 19 წლის ასაკში ოზურგეთში ჩამოვიდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ბორის კუსტოდიევი (შემდეგში ცნობილი მხატვარი), ოზურგეთში სტუმრად იყო მის ახლო ნათესავთან მიხეილ ტუჩინინთან, ოზურგეთში ყოფნისას მის მიერ არაერთი ნამუშევარი იქნა შესრულებული, რომელთაგან ერთის მოძიება შევძელი, რომელიც ჩემი აზრით მხატვრული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა.
„აქ იმდენი შთაბეჭდილება გეუფლება, რომ ყველა მათგანის აღწერა შეუძლებელია. გარშემო სულ ნახატები, ნახატები და ნახატებია.
გახვალ მდინარის პირას, შორს მთები მოსჩანს თავზე თეთრი ზოლით – ეს თოვლია. ქვემოთ – სულ ჭადრების და მუხების ტყეა, წითელი როდოდენდრონის ბუჩქებით, რომელთაც თავის ამატკივებელი სურნელება აქვთ.“ – ასე აღწერდა ბორის კუსტოდიევის დედისათვის მიწერილ წერილში ოზურგეთს.
ბორის კუსტოდიევის ნახატი – ოზურგეთი (1897 წელი)
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა