“ქართული ოცნების” სახით საქმე გვაქვს პოლიტიკურ თაღლითებთან”

სულ ორი კვირის წინ შემოვედით პარლამენტში და იმავე დღეს ვთქვი, რომ უნდა გავიყვანოთ დანარჩენი ოპოზიციაც და გავიდეთ – როგორც ხედავთ, ჩემი სიტყვები მართლდება!

ეს არ არის ულტიმატუმი – საქმე ეხება მიშელის დოკუმენტის უმთავრეს პუნქტს, სასამართლო რეფორმას, რომელსაც „ოცნების“ უმრავლესობა არ ასრულებს. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ რეალური ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის პროცესი უკვე დაიძრა.

დღეს უკვე ყველამ, უცხოელმა პარტნიორებმაც და წინსწრებით ხელმომწერმა ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ თაღლითებთან, „ქართული ოცნების“ სახით!- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა ტვ “პირველთან”.

…არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არცერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის იმ ოპოზიციას , რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას”. – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share