გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 6 თებერვლის შემდეგ.
ამავე პერიოდში ვირუსს კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევები, წინა კვირასთან შედარებით, 43.9%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 53%-ით გაიზარდა.