“უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც – ვფიქრობ, ძალიან დროულია”

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი განცხადებით, მონიტორინგის დასაწყებად ნინოწმინდაში ვიზიტი უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

კონტროლის მთავარ მიზნად სოციალური მუშაკების მუშაობა სახელდება.

ომბუდსმენის წარმომადგენლები იმ პირებთან შეხვედრასა და გასაუბრებაც აპირებენ, რომლებმაც პანსიონატი უკვე დატოვეს.

“უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც. ვფიქრობ, ძალიან დროულია, რადგან, როგორც ვნახეთ, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები. ჩვენი მონიტორინგის მთავარი აქცენტი იქნება, თუ როგორ მუშაობენ იქ სოციალური მუშაკები, რამდენად დროულად და სწორად ახდენენ ბავშვების საჭიროებების გამოვლენას. პარალელურად, ვიწყებთ სახელმწიფო ზრუნვასა თუ ოჯახებში დაბრუნებული არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი ადამიანების მდგომარეობის შესწავლას,”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share