“ვაი, კობახიძის პატრონს” – მირცხულავა

ექსპერტი გოჩა მირცხულავა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება, სადაც ის არჩევნების გაყალბებას აღიარებს, თუმცა გამყალბებლად ოპოზიციას ასახელეს:
“გეუბნებით წლებია – აგაფეთქებთ კობახიძე, მოსიარულე ნაღმიათქო. ერთხელ ხომ აგაფეთქათ გავრილოვთან ერთად. არ დაიჯერეთ და ახლა გჯერათ? მმართველი პარტიის – და არჩევნებში მეტხმამიღებული (გამარჯვებული არა) პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩევნების გაყალბებას აღიარებს.
რა გამოდის? გააყალბა ოპოზიციამ – ანუ საარჩევნო ადმინისტრაციამ (ჟვანიას დაჭერას ვითხოვ) არჩევნების ორგანიზაციულად სწორად ჩატარება ვერ უზრუნველყო. ხოლო ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების და ძალადობის, დემოკრატიული და სამართლიანი გარემოს შექმნა ვერ შესძლო.
შტაბის უფროსი ასეთი სამართლიანი უნდა გყავდეს, გამჭრიახეობა კიდევ ცალკე საკითხია.
იძახეთ ახლა არ გაყალბებულაო. ამ განცხადებას რას უზამთ? ვინ კი არ არის მთავარი, არამედ ფაქტი, რომელსაც აღიარებს.
ვაი, კობახიძის პატრონს.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share