დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება.
“პარლამენტს დღეს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხებათ და როგორც სისხლისსამართლებრივი სახდელისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდეს ჯარიმებზე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.