“მთავარია არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა ერის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგოამროებაშია. ბიზნესმენი ამ დორისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება.
მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოდან თურქეთში უნდა გადაფრენილიყო.
ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ის მოწამლეს.
“მოწამლული რომ იყო ეგ ვიცი და რომ აპირებდა ქვეყნიდან წასვლას რამდნეიმე დღით გამოკვლევებზე. უნდა გაერკვნენ ექიმები”,-თქვა კოკა მორგოშიამ.