ბორის კუსტოდიევის წერილი დედას – ოზურგეთი 1897 წლის 4 მაისი

„ბოლოს და ბოლოს მე „ოზურგეთის ხეობაში“ ვარ, თუმცა ეს ხეობა უფრო გავს შევეიცარიას „ან რაიმე შვეიცარიის მაგვარს“. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგი გავაკეთე, რომ აქ ვარ. ჩამოვედი გუშინ დილის 10 საათზე.“

8 საათისათვის მე უკვე ნატანებში ვიყავი, ნატანებიდან ოზურგეთამდე დადის „დილიჟანსი“ – 40 კაპიკად. გზის პირები, როგორც იტყვიან ვარდებითაა მოფენილი და ასე მიდის 20 ვერსტზე, ბოლოს და ბოლოს შევედი ოზურგეთში. მეგონა „ქალაქი“ დამხვდებოდა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბაღის მაგვარი, იმ დემივით, სადაც როგორც ცნობილია etc… ანუ დიდი სახლი და უზარმაზარი ბაღი, შემდეგ ისევ სახლი და დიდი ბაღი და ამგვარად მთელი ქალაქი ასეთ ბაღებში ჩადგმულ სახლებს წარმოადგენს, რომელებიც ერთმანეთიდან თითქმის ნახევარი ვერსტის მოშორებით დგანან“.

ცნობილი რუსი მხატვრის ბორის კუსტოდიევის ოზურგეთში შესრულებული ნახატი “ქალი საქანელაზე”

.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share