გახარია სააკაშვილთან შეხვედრაზე: “ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია”

გახარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

„ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო.

საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს”, – აცხადებს გახარია „რუსთავი 2“-თან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share