“განათლებული ხარ მაშინ, როდესაც შეგწევს უნარი იხელმძღვანელო საკუთარი გონებით, სხვათა ჩაურევლობის გარეშე და თავად შექმნა იდეები სხვდასხვა მიმართულებით”- წერს სოციალურ ქსეში საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი, AFG- ს აღმასრულებელი დირექტორი გენერალური ასამბლეა-ში, ნუგზარ სულაშვილი:
“როდესაც საუბარი მაქვს ერის ტოტალურ გაუნათლებლობაზე, ხშირად ვაწყდები საწინააღმდეგო აზრს და ოპონენტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ჩემი ამდაგვარი დამოკიდებულებით, თითქოს შევურაცხმყოფ საკუთარ ქვეყანას.
ბუნებრივია, როდესაც ვმსჯელობთ მოსახლეობის სულ მცირე 60-70%-ზე, ამ შემთხვევაში ეს უკვე ეროვნული ტრაგედიაა და შესაბამისად საუბარი გიწევს “ერზე” და არა ცალკეულ სოციუმზე.
კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო: როდესაც საუბარია განათლებაზე, გირჩევთ, გვერდზე გადადოთ საკუთარი დიპლომები და სერთიფიკატები, რადგან თქვენი შეძენილი ცოდნა საინჟინრო გეოდეზიაში, ასტრონომიაში, მედიცინაში, პოლიტოლოგიაში, ბუღალტერიაში და ა.ს.შ. არ ნიშნავს განათლებულობას.
სიტყვა “განათლება” მომდინარეობს განმანათლებლობიდან, როდესაც ადამიანი აღწევს გონებრივ წიაღში თავისუფლებას, როგორც სამარადისო სინათლეს და არ ხდება დამოკიდებული “მწყემსზე”.
განათლებული ხარ მაშინ, როდესაც შეგწევს უნარი იხელმძღვანელო საკუთარი გონებით, სხვათა ჩაურევლობის გარეშე და თავად შექმნა იდეები სხვდასხვა მიმართულებით.
განათლებულობა არ ნიშნავს ჩაძახილის უკან ამოძახილს (ეს კაჭკაჭს და თუთიყუშსაც შეუძლია)
განათლებულობა პირდაპირი პროპორციულობით (ტექნ.ტერმინ.) აისახება ერის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და სწორედ ეს გახლავთ IQ-ს საზომი, რომელიც ერის საგანმანათლებლო ხარისხზე ზედმიწევნით-ს, თუ არა, ზოგად შეხედულებას იძლევა.
“მონური ფსიქოლოგია” – აი ეს არის პროგრესის შენელებისა და ცივილიზაციისგან გარიყვის პირველი ნიშანი. განათლებული ერი ვერასოდეს გახდება მონა.
მე ვიტოვებ იმედს და მაქვს სერიოზული პრეტენზია იმის, რომ ჩემი ქვეყანა უახლოეს მომავალში თანამედროვე სამყაროს დაუმტკიცებს, თუ რამდენად ძლიერი და თავისუფალია.”