პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება.
ირაკლი კობახიძე”
“დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ ოპოზიციას. 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რომელიც აისახება კანონპროექტში. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება არსებობს. აქამდე მაჟორიტარებისთვის ბარიერი არ არსებობდა. ახლა დადგინდება საარჩევნო 40%-იანი ბარიერი”.
https://www.alia.ge/