ვითარება საოლქო საარჩევნო კომისიებთან – მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერით სამართალდამცავებს მიმართავს.
“მე მინდა, ვუთხრა პოლიციელებს, აზრზე მოდით, ძმებო! ვის ემსახურებით და ვის მიჰყვებით საფლავში? საქართველო იღუპება, საქართველოს ანადგურებს ეს მართლა ყველაზე საზიზღარი მტრის მიერ ხელდასმული, მურვან ყრუს და თემურ ლენგს რომ არ დასიზმრებია, იმ დონის გამანადგურებელი…” – ამბობს სააკაშვილი.