Edison Research-ის კვლევის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად მივა ხმის მისაცემად. მოსახლეობის 20% ამბობს, რომ “ალბათ წავა” არჩევნებზე, 6% კი ფიქრობს, რომ “ალბათ არ წავა” არჩევნებზე. ასევე, 6%-ის თქმით, “ნამდვილად არ წავა” არჩევნებზე.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.