“ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა გახარიამ ათასობით კილომეტრი გაიარა, რომ შორტებში ჩაცმული მელია ენახა ვაშინგტონში. ეს არის ძალიან ცუდი სანახავი და ამიტომ ჯობია, რომ ასეთ კომენტარებს საგნობრივად გასცეს პასუხი.
მაგალითად, ჩვენ “ქართული ოცნება” არავის არ ვდევნით, მას ეს კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენ ვითხოვთ ერთის მხრივ კანონის აღსრულებას, რაზეც ჩვენდა სამწუხაროდ სწორედ ბატონმა გახარიამ უარი, რომ ფორმალურ ლიდერზე ბატონი მელიას მიმართ არ აღსრულებულიყო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება და ვისზე და როგორ ბრძოლაზე საუბრობს ბატონი გახარია. ახლა მისი მხრიდან ეს კომენტარი არის ძალიან კომიკური და არათანმიმდევრული,” – განაცხადა “დღის კურიერის” ეთერში ალუდა ღუდუშაურმა.