ტრამპმაც და ბაიდენმაც ხმების დათვლაში იურიდიული გუნდები ჩართეს

ამერიკაში არჩევნების მორე დღეს ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა გამარჯვებული სასამართლო პროცესებისა და სხვა მოთხოვნების ხანგრძლივი განხილვის შემდეგ გახდეს ცნობილი. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, დონალდ ტრამპიც და ჯო ბაიდენიც ხმების თავლის პროცესში საკუთარი იურიდიული გუნდის ნაწილებს რთავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორ მნიშვნელოვან შტატში გამარჯვება მოიპოვა, პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა ხელახალი გადაანგარიშება მოითხოვა ვისკონსში და სარჩელი შეიტანა მიჩიგანში, ბიულეტენების თავლის პროცესის შესაჩერებლად.

ამასობაში, ბაიდენის კამპანიამ დაიწყო “ბრძოლის ფონდი”, რომლის მიზანიც ხმების სათანადო დათვლაა.

“იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველა ხმა დაითვალა, ჩვენ ვიწყებთ არჩევნების დაცვის უდიდეს პროგრამას, რადგან დონალდ ტრამპი არ იღებს გადაწყვეტილებას ამ არჩევნების შედეგების შესახებ, ამას ამერიკელი ხალხი აკეთებს”, – დაწერა ბაიდენმა.

ბაიდენის კამპანიის მენეჯერმა ჯენ ო’მალი დილონმაც გაუგზავნა მეილები მხარდამჭერებს და მოუწოდა მონაწილეობისკენ.

პენსილვანია, კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირების შტატია, სადაც ტრამპის ადვოკატი იურიდიულ გუნდთან ერთად ჩადის და ამბობს, რომ ფილადელფიაში “მასიური თაღლითობა” მოხდა. ტრამპის კამპანიის მენეჯერმა, ბილ სტეპიენმა თქვა, რომ მის გუნდს “ნდობა” აქვს პენსილვანიაში და თუნდაც “კონსერვატიული შეფასებით”, მას სჯერა, რომ პრეზიდენტს მინიმუმ 40 000 ხმით შეუძლია მოიგოს – თუნდაც ფილადელფიამ ხმა მისცეს დემოკრატიული კანდიდატის ბაიდენს.

ბაიდენის კამპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი ასევე დარწმუნებულნი არიან პენსილვანიაში მათი კანდიდატის გამარჯვებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share