ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, კანონით იქნება განსაზღვრული და “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება:
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს.
ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.