კუბას მტკიცებით, მისი ვაქცინა, სახელწოდებით აბდალა კორონავირუსის წინააღმდეგ 92,28 %-ით ეფექტიანია.
ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
ეს მეორე ვაქცინაა, რომელსაც კუბა გვთავაზობს, მათი კიდევ ერთი ვაქცინა სობერანა 2 , 62 პროცენტით არის ეფექტიანია, კუბას მთავრობის მტკიცებით. ორივე ვაქცინის გამოცდის ბოლო ფაზა მარტის ბოლოს დაიწყო და ხელისფულება ამ ცდებს წარმატებულად აფასებს.
კუბა პირველი ქვეყანაა ლათინური ამერიკის რეგიონში, რომელმაც საკუთარი ვაქცინა შექმნა. ქვეყანამ ვაქცინის იმპორტზე უარი თქვა.
კუბური ვაქცინების გამოცდას გეგმავენ სხვა ისეთი ქვეყნებიც, რომელებსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ირანი და ვენესუელა. დაინტერესებულია მექსიკა და იამაიკაც.
ოფიციალური მონაცემებით, ჰავანაში ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ყოველდღიური შემთხვევები განახევრდა.
კუბას ოფიციალური მონაცემებით, სულ 169 365 COVID-19 შემთხვევაა დადასტურებული და 1 170 ადამიანი გარდაიცვალა.