გახარია – 57%; კალაძე – 50%; მელია – 47% — პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი; გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის მიმართ აქვს დადებითი განწყობა; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

სიაში შემდეგ მოდის გიორგი ვაშაძე, რომლის მიმართ 43%-ს აქვს დადებითი განწყობა; ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიმართ კი 38%-ს აქვს დადებითი განწყობა.

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share