ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

კურორტ ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. დაბის ცენტრში სასტუმრო “მეგობრობის” გვერდით მდებარე სამსართულიან სასტუმროში, სადაც, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დამსვენებლები დღეს პირველად მიიღეს, ხანძარი რამდენიმე წუთის წინ სხვენში გაჩნდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ადგილზე მობულიზებულია ურეკის, შეკვეთილის და ოზურგეთის სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
ასევე გამოძახებულია დასახმარებლად ქობულეთისა და ფითის სამაშველო ბრიგადები.

დაშავებულები არ არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: