გრიშა ონიანი სტალინის გორში გადმოსვენებას ითხოვს

გრიშა ონიანი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებს.

მან ამის შესახებ განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის, “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ონიანმა დააანონსა, რომ გამარჯვების შემდეგ, სტალინის, კეკეს და აღმაშენებლის ნეშთებს გორის ციხეზე გადაასვენებს და ციხე გახდება წმინდა მთა.

“მე ომი უნდა დავიწყო ყველას მიმართ და არა ისე, ზოგიერთმა რომ თქვა, პარტიას ვაყალიბებ არავის წინააღმდეგ. მე ასე არ ვაკეთებ, მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე”,- აცხადებს ონიანი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share