სექსუალური ძალადობა 8 წლის ბავშვზე – შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 8 წლის გოგო ჯერ 60 წლის კაცმა, ტ.გ-მ გააუპატიურა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მოძალადის შვილმა, 30 წლამდე ზ.გ.-მ.
ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა გოგომ შემთხვევის შესახებ დედას უამბო. ოჯახმა კი საქმეში სამართალდამცავები ჩართეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მოძალადეები და მსხვერპლი თანასოფლელები არიან.
ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 8 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი მართლაც დაამყარეს. სწორედ ამის საფუძველზე გუშინ, 24 ივნისს პოლიციამ მოძალადე მამა-შვილი დააკავა. მათი სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება.