მაიამიში 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, 99 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

მაიამიში 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. BBC ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია მინიმუმ ერთი ადამიანი, ხოლო 99-ს ამ დრომდე ეძებენ.

ფოტო: REUTERS

ფოტო: AFP

მედიის ცნობით, რამ გამოიწვია 40 წლის შენობის ჩამონგრევა, უცნობია. არ არის ზუსტი მონაცემები არც იმაზე, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ინციდენტის დროს. ათობით გადარჩენილი კი ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share