“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ პარლამენტში უფასო სასადილოდან ერთი ბენეფიციარისთვის განკუთვნილი საკვების ულუფა მიიტანა და მედიის საშუალებით მიმართა პრემიერს და ელისო ბოლქვაძეს, რომელიც ქვეყანაში, სიღარიბეზე გაკეთებული განცხადებებით გამოირჩევა.
პრემიერმინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღეს წლიური მოხსენებით მივა. ღარიბაშვილს პარლამენტში 2 საათზე ელოდებიან.