ბოლო მონაცემებით, რომელსაც FOX NEWS-ი ავრცელებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს.
პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე