ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პროგნოზით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათ შორის ხანდაზმულებისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, შესაძლოა ყოველწლიურად გახდეს საჭირო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
ჯანმო-ს ექსპერტების აზრით, გამაძლიერებელი ყოველწლიური დოზების მიღება კორონავირუსის ახალი შტამებისაგან თავდასაცავად იქნება საჭირო.
ვაქცინის მწარმოებლები Moderna და Pfizer აგრეთვე მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს მალე დასჭირდება გამაძლიერებელი ბუსტები იმუნიტეტის მაღალი დონის შესანარჩუნებლად.
ამასთან, ჯანმო განიხილავს დანარჩენი მოსახლეობის ყოველ ორ წელიწადში დამატებით ვაქცინაციასაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენა გაგრძელდება და ვაქცინები რეგულარულად განახლდება.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2.5 მილიარდი დოზა გამოიყენეს მოსახლეობის ასაცრელად. მდიდარ ქვეყნებში ვაქცინა დაახლოებით მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მიიღო, ხოლო ბევრ ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ჩაუტარდა.